საბჭოთა მემკვიდრეობა აჩრდილივით თან სდევს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიულ მომავალს. ამ პოსტში რამოდენიმე ფაქტორს შევეხები, რომლებიც ყოფილ რესპუბლიკებში ისევ გვხვდება და საბჭოთა მემკვიდრეობის გაგრძელებასა და დემოკრატიაზე ზეგავლენაში გამოიხატება:
ძალაუფლების ცენტრალიზაცია.
საბჭოთა კავშირში ძლიერი, ცენტრალიზებული მმართველობითი ორგანო ფუნცქიონირებდა, რაც სრულად წარსულს არ ჩაბარდა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მსგავსი პრაქტილა ისევ გვხვდება. ძალაუფლების სათავეში ლიდერები და ელიტური ჯგუფები არიან და არა უშუალოდ საზოგადოება და მათი წარმომადგენელნი. ასე შეუძლებელია დემოკრატიულ პრინციპის, ძალაუფლების დაბალანსება-შემოწმების (Check and Balance) რეალობად ქცევა.
სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები.
დემოკრატიული მმართველობის გაახორციელებელი ინსტიტუტები, იქნება ეს აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები, განუვითარებელია, დაკნინებულია მათი ჭეშმარითი ფუნქციები, რაც დასავლური ფასეულობებიდან მომდინარეობს.
ოლიგარქიული რეჟიმები.
ოლიგარქია ზოგჯერ ერთი ადამიანის და მისი ოჯახის მმართველობაში ეშლებათ, თუმცა ოლიგარქია მრავლობითი ფორმითაც გვხდევა და პოსტ-საბჭოთა ქვეყანებში არა ერთი, არამედ მრავალი ოლიგარქი შესაძლოა შეგხვდეს. საბჭოთა კავშირის დაშლით ოლიგარქების წარმოშობა ჩვეულ მოვლენად იქცა. ძალაუფლებისა და ფინანსური რესურსების უმცირესობის ხელთ მოხვედრა დემოკრატიზაციის პროცესებს ეჭვქვეშ აყენებს.
საგარეო ზეგავლენა.
რუსეთი, როგორც მსოფლიოდ აღიარებული აგრესორი ქვეყანა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის გამაგრძელებელი სახელმწიფო საგარეო პოლიტიკით, კერძოდ ორგანიზაციების (მაგალითად ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) ხელმძღვანელობით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიზაციის შეჩერებას მაქსიმალურად ცდილობს.
საბჭოთა კავშირი შესაძლოა დაიშალა, მაგრამ არ დაშლილა ის სოციალური და პოლიტიკური რწმენები და ფასეულობები რის ქვეშაც ყოფილი რესპუბლიკების მოსახლეობა 70 წელზე მეტი ან ნაკლები ცხოვრობდა. საბჭოთა მემკვიდრეობა აჩრდილივით თან სდევს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიულ მომავალს. დღეს შესაძლოა სუსტ დემოკრატიული ინსტიტუტებს, ოლიგარქებსა და ელიტების მმართველობას, საგარეო გავლენასა და პოლიტიკის განხორციელების თანედროვე საბჭოურ ასლებს შევეხეთ, თუმცა კიდევ ბევრი ფაქტორი არსებობს ყოფილ რესპუბლიკებში, რაც საბჭოთა მემკვიდრეობის გაგრძელებას განაპირობებს და დემოკრატიაზე მოქმედებს.
შენი აზრით კიდევ რა ფაქტორები მოქმედებბენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიულ წინსვლაზე?
გამოყენებული წყარო:
Snegovaya, M. (2023). Why Russia's Democracy Never Began. Journal of Democracy. [Journal of Democracy]
Petrov, M. A. (2012). Glimpse of Security Architecture of Post-Soviet Space: The Soviet Legacy. [CORE]
Oligarchy (2020). In Merriam-Webster Dictionary. Merriam-Webster Dictionary
Acemoglu, D., & Robinson, J. A. (2012). Why nations fail: The origins of power, prosperity, and poverty. Crown Publishers.