უმაღლესი განათლების როლი კარიერულ წინსვლაში- რატომ, როგორ და რა სახით?
როგორ გვეხმარება უმაღლესი განათლება თითოეულ სტუდენტს სასურველი სპეციალობის მიმართულებით დასაქმებაში. შეგვიძლია ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის უმაღლეს დამთავრებულებს გარდა თეორიული ცოდნისა, პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარები შევიძინოთ?. ამას დღეს გავარკვევთ. მიმოვიხილავთ როგორც ექსპრეტების რჩევებს, ასევე რიგითი სტუდენტების ინდივიდუალურ გამოცდილებებს. პოსტში ილუსტრირებული ფაქტების გაცნობის შემდეგ ჩვენთვის ნათელი გახდება უმაღლესი განათლების როლი კარიერის ჩამოყალიბება/ განვითარებაში. მოკლედ, დღეს ერთად გავარკვევთ საერთოდ ღირს თუ არა უმაღლესი განათლების მიღება.
რა იგულისხმება უმაღლეს განათლებაში?
ზოგადი განმარტებით უმაღლეს განათლება კოლეჯის ან უნივერსიტეტის განათლებაა, სადაც საგნები სკოლასთან შედარებით უფრო გაძლიერებულ დონეზე ისწავლება (მაგრამ გააჩნია უნივერსიტეტს ან კოლეჯს, ზოგში იგივე სწავლის დონეა რაც სკოლებში..). სწავლის დასრულების შემდეგ შეგვიძლია რაღაც აკადემიური ხარისხსი, სერთიფიკატი ან დიპლომი ავიღოთ.
უმაღლესი განათლება- კარიერული და პიროვნული კეთილდღეობის საფუძველი
რომელ კომპანიაშიც არ უნდა გვინოდეს დასაქმება თითოეული მათგანი არამხოლოდ მათთვის სასურველი სამუშაო უნარების მქონე პროფესიონალს ეძებს, არამედ კომპანიის მისიას, კულტურასა და ღირებულებებსაც რომ იზიარებს, ექნება რა მათთვის მისაღები აზროვნება (Mindset). რამოდენიმე მოსაზრებით, უმაღლესი განათლება ადამიანის პიროვნული განვითარების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. უნივერსიტეტში მიღებული განათლებით ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. რაც თვით-მოტივაციის გაუმჯობესებას და პიროვნული განვითარებაში გამოიხატება. და ამგვარად, დასაქმებაც შედარებით მარტივი ხდება.
გვეხმარება თუ არა?
არ აქვს მნიშვნელობა რომელი კურსის სტუდენტი ხარ, ახლა ჩაირიცხე, რამოდენიმე წელია სწავლობ ან მაგისტრატურაზე გეგმავენ სწავლის გაგრძელებას, კარიერული წინსვლისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანის შანსი ყოველთვის გაქვს. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, როგორ მართავ დროს , რამდენად თავდაუზოგავად შრომობ , ხარ თუ არა დამატებით აქტივობებში ჩართული და მოკლედ რომ ვთქვათ, რა დროს უთმობ ცუდი ჩვევების კარგით შეცვლას. ასე უფრო მეტად გაგიადვილდება სასურველ დამსაქმებელს თავი მოაწონო. განვითარებად ქვეყნებშიც კი, სადაც უმაღლესი განათლების ინსტიტუტები სტუდენტებს დაბალი ხარისხის განათლებას აწვდიან, უმრავლესობას გარკვეულ მნიშვნელოვან რესურსებთან წვდომა მაინც აქვს და თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნა ყოველთვის შეუძლიათ.
უსასრულო შესაძლებლობების ეპოქა
21 საუკუნე უსასრულო შესაძლებლობების ეპოქაა, სადაც ციფრულ მსოფლიოში არა უფასოდ, მაგრამ ჩვენი ყურადღების, მოტივაციისა და დროის სწორი კონტროლის საფასურად ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნარებს განვავითარებთ. შენი კომუნიკაბელურობა, მაგალითად მოსმენის უნარი, მოლაპარაკებების წარმართვა, დისკუსია, ემპათია, გამართული წერა, გუნდური მუშაობა და ციფრული უნარები (მინიმუმ Microsoft office საოფიზე დონეზე ცოდნა) უფრო მეტად პროდუქტიულად გაქცევს და საშუალებას მოგცემს შენი შესაძლებლობები ულიმიტოდ აქციო .
უმაღლესი განათლება და ინტელექტი
ბოლოს იმის დავამატებ, რომ განვითარებად ან განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ უმაღლესი განათლება კარიერული წარმატების საფუძველი არ არის და ასევე გასათვალისწინებელია ინტელექტუალური შესაძლებლობების მნიშვნელობაც. ინტელექტი სხვა არაფერია თუ არა უნარებისა და ცოდნის განვითარება და შემდეგ ორივეს გამოყანება. ჰარვარდის ერთ-ერთ სტატიაში, ავტორი სადაც დასაქმებაში უმაღლესი განათლების როლის გარკვევას ცდილობს ბოლოს იმას ასვკნის რომ, არამხოლოდ უმაღლესი განათლებაა კარიერული წარამტების ერთ-ერთი ინდიკატორი, არამედ გონება გახსნილობაც, როდესაც დასაქმების მსურველი ინტელექტუალურად კომპენტენტურია სამუშაოსთვის.
რომ შევაჯამოთ: |
უმაღლესი განათლების მიღება გარდა უნივერსიტეტის დამთავრებისა და შემდეგ დიპლომისა აღებისა, ზოგ ქვეყანაში ასევე კოლეჯის დამთავრებაშიც განისაზღვრება. ამიტომაც უნივერსიტეტში, კოლეჯში ან მსგავს სასწავლებეში მიღებული განათლება გაძლიერებული სწავლებაა და სტუდენტის ჰუმანიტარულ-სოციალურ ღირებულებებზე დაფუძნებით გამოწრთობა.
უმაღლესი განათლება კარიერული წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდოკატორია . უნივერსიტეტები და მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულებები აკადემიურ გარემოში საერთო მიზნის გარშემო შეკრებილ ადამიანებს დისციპლინირებული სწავლებისა და სოციალიზაციის გზით პიროვნულად ზრდიან. უმაღლესი განათლებით თქვენი კოგნიტური უნარები უმჯობესდება ე.ი. აზროვნების უნარი გიძლიერდებათ.
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში თითოეულ ადამიანს, განურჩევლად მათი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისა, კარიერული წარმატების კუთხით თანაბარი შესაძლელბობები აქვთ. ამგვარად, როგორც მომავალი ან ამჟამინდელი სტუდენტების, ასევე უმაღლესი განათლების მიღების არმსურველებისთვისაც შესაძლებელი არის ცოდნისა და პრაქტიკული, დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავება .
ინტელექტის დონე, რომელიც ცოდნისა და უნარების ეფექტურ რეალიზებაში გამოიხატება, უმნიშვნელოვანესია როგორც უმაღლესი განათლების მიღების ასევე არ მიღების შემთხვევაში სამსახურეობრივ წინსლვასა და/ ან სასურველ სფეროში ბიზნესის წარმატებით განვითარებაში.
ენდე ფაქტებს: |
Oxford Languages and Google - English | Oxford Languages. (2022, August 12). https://languages.oup.com/google-dictionary-en/
higher education. (2023, August 2). https://dictionary.cambridge.org/dictionary/english/higher-education
Higher education | Definition, Degrees, History, & Goals. (2023, July 3). Encyclopedia Britannica. https://www.britannica.com/topic/higher-education
პაიჭაძე, ნ. 2018. ადამიანური რესურსების მართვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. https://old.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/ad.res.martva.pdf
Public Expenditures in Georgia: Strategic Issues and Reform Agenda. (2014, August 27). World Bank. https://www.worldbank.org/en/country/georgia/publication/public-expenditures-review
Diener, E., Oishi, S., Lucas, R. (2003). Personality, Culture, and Subjective Well-being: Emotional And Cognitive Evaluations Of Life. Annual Review of Psychology, 1(54), 403-425. https://doi.org/10.1146/annurev.psych.54.101601.145056
Hanushek, E. and Woessmann, L. (2009). Do Better Schools Lead To More Growth? Cognitive Skills, Economic Outcomes, and Causation. https://doi.org/10.3386/w14633
Psacharopoulos, G. and Patrinos, H. (2018). Returns To Investment In Education: a Decennial Review Of The Global Literature. Education Economics, 5(26), 445-458. https://doi.org/10.1080/09645292.2018.1484426
Wilson, G., MacDonald, R., Byrne, C., Ewing, S., Sheridan, M. (2008). Dread and Passion: Primary And Secondary Teachers' Views On Teaching The Arts1. The Curriculum Journal, 1(19), 37-53. https://doi.org/10.1080/09585170801903266
Ryan, R. and Deci, E. (2000). Self-determination Theory and The Facilitation Of Intrinsic Motivation, Social Development, And Well-being.. American Psychologist, 1(55), 68-78. https://doi.org/10.1037/0003-066x.55.1.68
Studying 101: Study Smarter Not Harder – Learning Center. (2022, July 12). Learning Center. https://learningcenter.unc.edu/tips-and-tools/studying-101-study-smarter-not-harder/
Guffey, M. E., & Loewy, D. (2012, January 15). Essentials of Business Communication. Cengage Learning.
Chamorro-Premuzic, T. (2019, August 2). Does Higher Education Still Prepare People for Jobs? Harvard Business Review. https://hbr.org/2019/01/does-higher-education-still-prepare-people-for-jobs