საპიენსი- მოკლედ და მარტივად (+ილუსტრაციები და ვიდეო)


იუვალ ნოახ ჰარარის საპიენსი- კაცობრიობოს მოკლე ისტორია, მოგვითხრობს მნიშველოვან მოვლენებზე რომლებმაც ამჟამინდელ ადამიანად, ჰომო საპიენსად (წიგნს სახელად საპიენსი სწორედ ამიტომ ქვია) ჩამოგვაყალიბა.

წიგნი სამ ძირითად ნაწილად იყოფა. მოდი მოკლედ და მარტივად განვიხილოთ თოთოეული:

კოგნიტური ევოლუცია. 



70 ათასი წლის განმავლობაში ჩვენი მეხსიერებისა და წარმოსახვის უნარები წარმოუდგენლად გაუმჯობესდა. სხვა სახეობებისგან განსხვავებით საკმაოდ რთული სასაუბრო ენა გვაქვს და დიდი მოცულობის ციფრებთან გვაქვს შეხება. 

მონადირე-შემგროვებლიდან ფერმერამდე.



10 ათასი წლისწინ მონადირე-შემგროვებლიდან ფერმერობაზე გადავედით. ამან ადამიანის რაოდენობა გაზარდა, უფრო უსამართლო, იერარქიულ ჯუფებად ჩამოგვაყალიბა (და არამარტო). ზოგ სამუშაოს ძალიან სწრაფად ვასრულებთ (აი, ამჟამად, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ყველაფერში დანერგვა) და ამისდა მიუხედავად, საკვების დეფიციტის პრობლემები მაინც გვაქვს.
 
მეცნიერების განვითარების თუ გარემოს განადგურებისა და უთანასწორობის ზენიტი?




ბოლო 500 წელში კაცობრიობამ უპრეცედენტო სამეცნიერო აღმოჩენები იხილა. ახლა ხომ ტექნოლოგიის განვითარების ზენიტში ვართ, რითაც საცხოვრებელ გარემოს როგორც ვაუმჯობესებთ, ასევე კლიმატის გაუარესებასა და გარემოს დაბინძურებასაც არ ვერიდებით (განვითარებად ქვეყნებზე არაფერს ვამბობ. მსგავსი ქვეყნებში გარემოს განადგურების გარდა ერთი სახეობის ადამიანები, ანუ საპიენსები, სოციალურ და ეკონომიკურ უსამართლობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან) .


დამატებით, ადამიანი სხვა სახეობებთან განსხავებით  ტვინის დიდი ზომის გამო დომინანტად იქცა. ადამიანებს შეუძლიათ კოლექტიურად იმოქმედონ მცირე, დიდი ჯგუფებებისა და ერების მასშტაბით. კოლექტიურად გაიზიარონ საერთო რწმენები როგორიც ნაციონალიზმი (რათქმაუნდა არა ისეთი მეორე მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთი საბაბი, ნაციზმი რომ იყო), მითები და რელიგიაა. მსგავსი რწმენებზე დამყარებული ერთობლივი გადაწყვეტილებები და ქცევა საპიენსს გადარჩენაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

თუმცა, ჰარარს ასევე აინტერესებს თუ როგორი მომავალი ელოდება ჰომო საპიენსს. ისევ ძველებურ რიტმში გავაგრძელებთ განვითარებას თუ რიგ გამოწვევებს შევხვდებით?

მოკლედ, საპიენსი თამამი, ამბიციური და პროვოკაციული წიგნია. სულ სხვა წარმოდგენა გვექმნება ყველაფერზე რაც ადამიანის, როგორც სახეობის წარმოშობის, აზროვნების, ქცევის, შესაძლებლობებისა და მომავლზე ვიცოდით.


v