რატომ LineageOS?
LineageOS არის ფართოდ ხელმისაწვდომი ოპერაციული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Android-ზე. ის შექმნილია იმისთვის, რომ იყოს სწრაფი, უსაფრთხო და მოქნილი. ქარხნული Android ვერსიებისგან განსხვავებით, LineageOS არ შეიცავს ზედმეტ, არასაჭირო აპლიკაციებს (bloatware), რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ტელეფონის მუშაობას და ზრდის ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ის იდეალურია ძველი მოწყობილობებისთვის, რომლებსაც მწარმოებლები აღარ უშვებენ განახლებებს.
სანამ უშუალოდ ინსტალაციაზე გადავალთ, აუცილებელია მოვამზადოთ ტელეფონი და გაიგოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:
Bootloader-ის განბლოკვა (Unlocking Bootloader): ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. Bootloader არის პატარა პროგრამა, რომელიც ტელეფონის ჩართვისას იტვირთება და პასუხისმგებელია ოპერაციული სისტემის ჩატვირთვაზე. ის, როგორც წესი, დაბლოკილია მწარმოებლის მიერ, რათა მომხმარებლებმა შემთხვევით არ დააზიანონ სისტემა. Bootloader-ის განბლოკვა საშუალებას მოგცემთ დააყენოთ მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა TWRP და LineageOS. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცესის გავლით მაღალი შანსია თქვენი ტელეფონის ქარხნული გარანტია გაუქმდეს და წაგეშალოთ ყველა მონაცემი.
TWRP (Team Win Recovery Project): ეს არის თითქმის ყველა სმარტფონზე მორგებული Recovery (custom recovery) გარემო, რომელიც Android მოწყობილობებისთვის არის შექმნილი. ის საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ სრული სარეზერვო ასლები (Nandroid backup), დააყენოთ მორგებული ROM-ები (მაგალითად, LineageOS), firmware-ები, GApps (Google Apps) და სხვა. TWRP აუცილებელია LineageOS-ის ინსტალაციისთვის.
Firmware: ეს არის დაბალი დონის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აკონტროლებს თქვენი ტელეფონის აპარატურულ კომპონენტებს (მაგალითად, კამერა, Wi-Fi, Bluetooth). LineageOS-ის წარმატებული მუშაობისთვის ხშირად საჭიროა კონკრეტული firmware ვერსიის დაყენება, რომელიც შეესაბამება თქვენს მოწყობილობას. არასწორი firmware-ის დაყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული პრობლემები.
GApps (Google Apps): LineageOS არ შეიცავს Google-ის აპლიკაციებსა და სერვისებს (როგორიცაა Play Store, Gmail, YouTube). თუ გსურთ მათი გამოყენება, LineageOS-ის ინსტალაციის შემდეგ ცალკე უნდა დააყენოთ GApps. არსებობს სხვადასხვა ზომის GApps (nano, micro, pico და ა.შ.), აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.
როგორც დამწყები, გირჩევთ, რომ ყურადღებით მიყვეთ ინსტრუქციებს და არ იჩქაროთ.
ტელეფონის მონაცემების Backup გაკეთება: აუცილებლად შექმენით თქვენი ტელეფონის ყველა მნიშვნელოვანი მონაცემის Backup კომპიუტერზე ან Cloud-ში. Cloud-ში რაიმე ფასიან ან კორპორატიულ პლატფორმებს არ ვგულისხმობ, უბრალოდ შეგვიძლია Google drive, Mega და ა.შ გამოვიყენოთ. Bootloader-ის განბლოკვა და LineageOS-ის ინსტალაცია წაშლის ყველაფერს.
მოძებნეთ თქვენი სმარტფონის შესაბამისი ინსტრუქცია: თითოეული ტელეფონის მოდელისთვის ინსტალაციის პროცესი შეიძლება განსხვავდებოდეს. გადადით LineageOS-ის ოფიციალურ საიტზე (www.lineageos.org) და მოძებნეთ თქვენი ტელეფონის მოდელი (Devices განყოფილებაში). იქ ნახავთ დეტალურ ინსტრუქციებს bootloader-ის განბლოკვისთვის, TWRP-ის დაყენებისთვის და LineageOS-ის ინსტალაციისთვის. ასევე, კარგი იქნება, თუ გაეცნობით XDA Developers-ის ფორუმებს, სადაც უამრავი სასარგებლო ინფორმაცია და გამოცდილებაა გაზიარებული.
დააყენეთ საჭირო დრაივერები: დარწმუნდით, რომ თქვენს კომპიუტერზე დაყენებულია თქვენი ტელეფონის მოდელისთვის საჭირო ADB და Fastboot დრაივერები.
განბლოკეთ Bootloader: მიჰყევით თქვენი ტელეფონის მოდელისთვის განკუთვნილ ინსტრუქციებს bootloader-ის განბლოკვისთვის.
TWRP დაყენება: მას შემდეგ, რაც bootloader განბლოკილია, გამოიყენეთ Fastboot TWRP Recovery image) დასაინსტალირებლად.
ჩაიტვირთეთ TWRP-ში: გადატვირთეთ ტელეფონი TWRP რეჟიმში.
დააინსტალირეთ Firmware (თუ საჭიროა): ზოგიერთი მოწყობილობისთვის საჭიროა კონკრეტული firmware-ის დაყენება LineageOS-ის ინსტალაციამდე. ეს ჩვეულებრივ ხდება TWRP-ის მეშვეობით.
Wipe (წაშლა): TWRP-ში გააკეთეთ "Factory Reset" (ან "Wipe Data/Factory Reset") და ასევე წაშალეთ "Cache" და "Dalvik/ART Cache". ეს აუცილებელია ძველი სისტემისგან დატოვებული ნარჩენების გასასუფთავებლად.
დააინსტალირეთ LineageOS: TWRP-ში აირჩიეთ "Install" და მოძებნეთ გადმოწერილი LineageOS ZIP ფაილი. აირჩიეთ ინსტალაცია.
დააინსტალირეთ GApps (სურვილისამებრ): თუ გსურთ Google-ის აპლიკაციები, LineageOS-ის ინსტალაციის შემდეგ, იმავე "Install" მენიუდან, იგივე პრინციპით დააინსტალირეთ გადმოწერილი GApps ZIP ფაილი.
გადატვირთეთ სისტემა: ინსტალაციის დასრულების შემდეგ აირჩიეთ "Reboot System". პირველი ჩატვირთვა შეიძლება ცოტა ხანს გაგრძელდეს. და სულ ესაა. თქვენი ძველი ტელეფონი განახლდა და უფრო სწრაფია!